ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ერთჯერადი 300-ლარიანი კომპენსაციის მიმღებთა წრე გაფართოვდა – შემოსავლების სამსახური

შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფრომაციის თანახმად, კომპენსაციის გაცემის ხელისშემშლელ გარემოებად  ხელფასის ჩარიცხვა 28 ნოემბრიდან 5 დეკემბრამდე აღარ განიხილება.

როგორც აღნიშნული სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ,  ერთჯერადი 300-ლარიანი კომპენსაციის მიმღებთა წრე კიდევ უფრო გაფართოვდა.

ამასთან, მათივე ინფორმაციით, პირები, ვისაც 5 დეკემბრამდე ჩაერიცხათ ხელფასი, თუმცა 2020 წლის 5 დეკემბრიდან 24 დეკემბრამდე ანაზღაურება აღარ მიუღიათ იმ დამქირავებლისგან, რომელსაც 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო, შეჩერებული აქვს საქმიანობა და ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების უფლება, აღნიშნული ცვლილების თანახმად, მაინც იიღებენ 300 ლარიან კომპენსაციას.

იტვირთბა....