საქართველოში კორონავირუსის 2 904 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 316 ადამიანი გამოჯანმრთელდა. – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ამასთან, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 53 პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 206 907 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 175 842 გამოჯანმრთელდა, 2 055 კი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 465 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 6 553, ხოლო კოვიდსასტუმროში – 1 971.
ამასთან, 18 დეკემბრის მონაცემებით, კორონავირუსის 2 635 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 244 პაციენტი.