ავღანეთის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ღაზნის პროვინციაში, გილანის რაიონში აფეთქება მოხდა, რასაც 15 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, არ არის გამორიცხული, შემთხვევის შედეგად ასევე 20-მდე ადამიანია დაშავებული, ნაწილის მდგომარეობა მძიმეა.
რა გახდა აფეთქების ზუსტი მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.
ადგილობრივი პოლიციის პრესსპიკერმა აჰმად ხანმა მომხდარში „თალიბანი“ დაადანაშაულა, თუმცა მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია.