სიღნაღის მუნიციპალიტეტში ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. შემთხვევა სოფელ ბოდბის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
თვითმხილველების თქმით, სატვირთო ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გადაბრუნდა, რის გამოც ადგილზე სამაშველო ჯგუფის გამოძახება გახდა საჭირო.
მომხდარზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის, უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვე ის მუხლით დაიწყო.