ახალი ამბები მთავარი სამართალი

ვახტანგ გომელაური:  მე სად დავაყენებ პოლიციელებს, ეგ არავის საქმე არ არის

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, არავის საქმეა, სად დააყენებს პოლიციელებს. 

მისივე თქმით, შსს მუშაობს ბანკზე თავდასხმაში ბრალდებულ ბადრი ესებუას საქმეზე.

„მე სად დავაყენებ პოლიციელებს, დავაყენებ შეიარაღებული ავტომატებით თუ პისტოლეტებით, ეგ არავის საქმე არ არის. ამას მე ვწყვეტ. კრიმინალი არ გაზრდილა, პირიქით, იკლო. ესებუას საქმეზე ვმუშაობთ. მოხდა ძმის დაკავება, რომელიც ეხმარებოდა და ტვირთი გადაჰქონდა, აკრძალული ნივთები. საქმეზე ვმუშაობთ და ამ ეტაპზე ღიად ვერ ვსაუბრობთ. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ კრიმინალური ფაქტები აღარ მოხდეს“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

იტვირთბა....