ბოლო 24 საათში პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო 615 ადამიანი დააჯარიმეს. – აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ჯამში, რეგულაციების დარღვევის 706 შემთხვევა აღრიცხეს.
“პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 91 ფიზიკური პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები”. – ნათქვამია შსს განცხადებაში.
ცნობისთვის, პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის მოქალაქე 20 ლარით ჯარიმდება. იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის ფიზიკური პირი 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი – 10 000 ლარით. განმეორებითი ჯარიმა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.