ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოში, კორონავირუსისგან 49 ინფიცირებული გარდაიცვალა

საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდ 19-ისგან 49 ინფიცირებული გარდაიცვალა. – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე, StopCov.ge-ზე ცოტახნის წინ გავრცელდა.

როგორც აღნიშნული ვებ-გვერდის მიერ გავრცელებულ მონაცემებში ვკითხულობთ, ამ ეტაპისთვის ქვეყანაში, აღნიშნული ვირუსისგან სულ 2 002 პაციენტი გარდაიცვალა.

ამასთან, დღევანდელი ინფიცირების შემთხვევებიდან, კოვიდ 19-ისგან 2 244 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ხოლო საერთო ჯამში ვირუსისგან 171 526-მდე ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ცნობისთვის, დღეს, საქართველოში, კორონავირუსის 2 635  ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

იტვირთბა....