ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოში, კორონავირუსის 2 635  ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში, ბოლო 24 სათის განმავლობაში, კორონავირუსის 2 635  ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე, StopCov.ge-ზე ცოტახნის წინ გავრცელდა.

ვებ-გვერდის ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსიის ინფიცირებისგან, 2 244 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ხოლო საერთო ჯამში ვირუსისგან 171 526-მდე ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ამასთან, საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდ 19-ისგან 49 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამ ეტაპისთვის ქვეყანაში აღნიშნული ვირუსისგან სულ 2 002 პაციენტი გარდაიცვალა.

ასევე, ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 30 449, საიდანაც, 6 680 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.

მათივე ცნობით, 2 183 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში. 21 586 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 468 ადამიანი, თვითიზოლაციაში იმყოფება 45 818 პირი.

იტვირთბა....