ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

(ვიდეო) “დიდი ჯახი გინდოდა!” – გიგა ბოკერია ინგა გრიგოლიას დაუგეგმავ დებატებთან დაკავშირებით

“დიდი ჯახი გინდოდა”, – ასე მიმართა “ევროპული საქართველოს” ლიდერმა, გიგა ბოკერიამ “რეაქციის” წამყვანს, ინგა გრიგოლის, რომელსაც პირობა ჰქონდა დადებული, რომ დღევანდელ გადაცემაში “მოქალაქების” ლიდერის, ალეკო ელისაშვილსა და გიგა ბოკერიას შორის დებატები არ იქნებოდა.

თუმცა, გადაცემის მსვლელობისას გიგა ბოკერია სტუდიაში მაშინ შემოვიდა, როცა ალეკო ელისაშვილი გასვლას აპირებდა. ბოკერია სტუდიის კულისურ ნაწილში დაჯდა, ანუ იმ ადგილას, რომელიც კადრში არ ხვდებოდა. ინგა გრიგოლიას თქმით, პირდაპირ მისი და ელისაშვილის წინ.

რის შემდეგ გრიგოლიამ რამდენიმე წამიანი დებატი მაინც სცადა. მან ბოკერიას მიმართა ხომ არაფერი ჰქონდა სათქმელი, რაზეც ბოკერიასგან უარი მიიღო.

“ევროპული საქართველოს” ლიდერის აღნიშნულ უარზე კი ალეკო ელისაშვილმა  განაცხადა –  “დამიჯდეს დებატებში, ხომ ვაჟკაცი ბიჭია არა?!”

რაც შეეხება გიგა ბოკერიას ინგა გრიგოლიას მიმართ, გადაცემის წამყვანმა განუმარტა, რომ “ჯახი” არ უფიქრია.

“ჯახი არც მიფიქრია. უბრალოდ ალეკო გადიოდა და მეგონა, რომ… მე მაგალითად ამ შანსს გამოვიყენებდი. მით უმეტეს, რომ კადრი აღებული იყო და აქვე წავედებატებოდი”. – განუცხადა გრიგოლიამ გიგა ბოკერიას.

იხ: ვიდეო:

 

იტვირთბა....