ახალი ამბები მთავარი სამართალი

აფრიკის დასახლებაში დაკავებულ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით 10000-ლარიანი გირაო შეეფარდა

აფრიკის დასახლებაში დაკავებულ ვანო ფოცხვერაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.

ამის შესახებ ინფორმაცია ფოცხვერიშვილის ადვოკატმა გაავრცელა.

“იქიდან გამომდინარე, რომ პროკურატურამ სასამართლოს პატიმრობის მოთხოვნით მიმართა. ჩვენ მოვითხოვეთ მინიმალური გირაო, მაგრამ სასამართლომ 10 000 ლარის ოდენობით განსაზღვრა. ედავებიან სისხლის სამართლის კოდექსის 353 მუხლის პირველ ნაწილს, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს”, — განაცხადა ფოცხვერაშვილის ადვოკატმა.

ადვოკატის თქმით, გაივლის კონსულტაციებს ოჯახთან და გადაწყვეტენ, გაასაჩივრებენ თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილებას.

იტვირთბა....