aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

საქალაქო სასამართლოში ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თამჯდომარის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულების პროცესი მიმდინარეობს

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისის საქალაქო სასამართლოში ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თამჯდომარის, თედო გობეჯიშვილის გარდაცვალების საქმეზე, იძულებასა და მუქარაში ბრალდებულების წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს.

ბრალდებულების ადვოკატებმა სასამართლოს მიმართეს შუამდგომლობით, ბრალდების მხარის მთავარი მოწმეების მოწმეთა სიიდან ამოღებაზე, მათ შორის თედო გობეჯიშვილის თანაშემწის, ზაალ ზაალიშვილის ჩვენების დაუშვებლად ცნობას მოითხოენ, რადგან ფიქრობენ, რომ ის ირიბი მოწმეა.

პროკურატურა აღნიშნულ შუამდგომლობას არ ეთანხმება. რაც შეეხება „ქართული ოცნების“ წევრების გამოკითხვას, ბრალდების მხარის მოსაზრებით, ეს შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან დაცვის მხარის მიერ დასაკითხ მოწმეთა სიაში შეყვანილი პოლიტიკოსები საქმესთან შემხებლობაში არ არიან.

მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხზე გადაწყვეტილებას მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძე სავარაუდოდ, დღეს გამოაცხადებს.

იტვირთბა....