ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ქვეყანაში ინფექციის გავრცელების ტემპების შეჩერება მოხერხდა” – პრემიერი

“შეზღუდვების დაწესებიდან 20 დღის თავზე შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანაში ინფექციის გავრცელების ტემპების შეჩერება მოხერხდა,” – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიას მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ეს მხოლოდ ფრთხილი ოპტიმიზმის საშუალებას იძლევა და ყველაფერი უნდა გააკეთდეს, რომ აღნიშნული შედეგი შენარჩუნდეს.

“მოგეხსენებათ მეოცე დღეა 28 ნოემბრიდან, როცა საბჭომ მიიღო შეზღუდვების შესახებ გადაწყვეტილება. დღეს ჩვენ შეგვიძლია იმის თქმა, რომ მოვახერხეთ ინფექციის გავრცელების შეჩერება, რამაც მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ ციფრები, მიუხედავად ტესტირების პრინციპული, უფრო გაზრდილი რაოდენობისა, ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა შედარებით სტაბილურია. უფრო მეტიც, დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირველად ბოლო თვეების განმავლობაში 17 000-ზე მეტი ტესტის პირობებში ინფიცირების 3000-ზე ნაკლები შემთხვევა გვაქვს. ეს ეს მხოლოდ და მხოლოდ გვაძლევს ფრთხილი ოპტიმიზმის შესაძლებლობას.

პირველი ამოცანა გახლდათ გავრცელების სისწრაფის შეჩერება, რაც ჩვენ მოვახერხეთ, მაგრამ ევროპაში ინფექციის გავრცელება ყოველდღიურად ახალ რეკორდებს ამყარებს და როდესაც ევროპული სახელმწიფოები სულ უფრო და უფრო ამკაცრებენ საახალწლო და საშობაო შეზღუდვებს, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ თითოეული ჩვენი შემდგომი ნაბიჯი იყოს პირველ რიგში პასუხისმგებლიანი და გონივრული. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ გარდამავალი, მცირედი მიღწევა გვაქვს, შევინარჩუნოთ,” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

იტვირთბა....