ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

აზერბაიჯანში კორონავირუსის 4 077 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსის 4 077 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ქვეყნის მასშტაბით დაინფიცირებულთა საერთო რიცხვი 187 336-მდე გაიზარდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, ბოლო დღე-ღამეში კოვიდ 19-ით გარდაცვალების 43 ახალი ფაქტი დაფიქსირდა და დაღუპულთა რიცხვმა 2 050-ს მიაღწია. აზერბაიჯანში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 122 859 პაციენტი. ამჟამად აქტიური შემთხვევების რიცხვი 62 427-ია.

იტვირთბა....