“ოდნავი კლების დინამიკა არავითარი დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს. შემთხვევათა რიცხვი სერიოზულია, 3 000-ზე ზემოთ არის, ინციდენტობის მაჩვენელი კვლავ მაღალია ქვეყანაში, ამიტომ ეს არანაირ საფუძველს, რომ დავმშვიდდეთ, ან სერიოზულად ვიფიქროთ შეზღუდვების შემსუბუქებაზე, არ გვაძლევს.”
ამირან გამყრელიძე -დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი
ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
16 დეკემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 3 487 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, 2 495 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.