მთავარი ციტატა

“განიხილება ვაქცინები, რომლისთვისაც ცივი ჯაჭვის მოთხოვნა არის -70 გრადუსი, ეს არის „ფაიზერის“ ვაქცინა” – გაბუნია

“მომწოდებლებმა ვაქცინა უნდა მოგვაწოდონ გეგმის მიხედვით. გეგმა დასრულდება დეკემბრის ბოლოსთვის. გადაწყდება რომელი ვაქცინა არის ჩვენთვის პრიორიტეტული და რომელი ჯგუფები აიცრებიან. განიხილება ვაქცინები, რომლისთვისაც ცივი ჯაჭვის მოთხოვნა არის -70 გრადუსი, ეს არის „ფაიზერის“ ვაქცინა; ასევე, განიხილება „მოდერნას“ ვაქცინა, რომელსაც -20 გრადუსიანი ცივი ჯაჭვი სჭირდება და „ასტრა ზენეკას“ ვაქცინა, რომელსაც მხოლოდ -2, -8 გრადუსიანი ცივი ჯაჭვი სჭირდება. ტექნოლოგიურად ყველაფერი შესაძლებელია; მაცივრების ნაწილი უკვე არსებობს დიდ ქალაქებში.”

თამარ გაბუნია – ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე

ამის შესახებ გაბუნიამ მთავრობის უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

იტვირთბა....