ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“დამტკიცდა სახლში გაკეთებადი ტესტი – ბლუთუზით მობილურთან დაკავშირებული პლატფორმა პასუხს აჩვენებს მობილურის ეკრანზე”- კულუმბეგოვი კორონავირუსის ახალ ტესტზე

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის(FDA) მიერ კორონავირუსის ახალი ტესტის დამტკიცებას ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ეხმიანება.

როგორც კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში წერს, ტესტის გაკეთება სახლშია შესაძლებელი, რომლის პასუხებიც 15-20 წუთშია.

“FDA -იმ დაამტკიცა ახალი სახლში გაკეთებადი ტესტი კორონავირუსზე. პასუხი 15-20 წუთშია. ბლუთუსით მობილურთან დაკავშირებული პლატფორმა პასუხს აჩვენებს მობილურისვე ეკრანზე,”- წერს ბიძინა კულუმბეგოვი.

ცნობისთვის, აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ(FDA) 15 დეკემბერს დაამტკიცა კორონავირუსის სწრაფი ტესტი, რომელიც სახლის პირობებში კეთდება.

 

იტვირთბა....