ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ფინანსთა მინისტრი განმარტავს, როდის დაიწყება 200-ლარიანი კომპენსაციის ჩარიცხვა

ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, 200-ლარიანი კომპენსაციის ჩარიცხვა 2021 წლის იანვრიდან დაიწყება.

„მიმდინარე წლის განმავლობაში, ჩვენ დაახლოებით 125 000 ადამიანს დავეხმარეთ 1 200-ლარიანი საკომპენსაციო პაკეტით ექვსი თვის განმავლობაში და შევპირდით ჩვენს მოსახლეობას, ბიზნესს, რომ ამას გავაგრძელებთ იანვრიდან. შესაბამისად, იანვრიდან მოხდება ამ ინფორმაციის როგორც მოგროვება, ისევე შესაბამისი გადარიცხვები და ტრანზაქციები“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

300 ლარიან დახმარებასთან დაკავშირებით კი, მინისტრმა განაცხადა, რომ 24 დეკემბრამდე უნდა მოგროვდეს მაქსიმალური ინფორმაცია.

„ამ მომენტისთვის უკვე 50 000 განცხადება არის დარეგისტრირებული. ვვარაუდობდით, რომ 100 000 ადამიანამდე ავა ეს რიცხვი. საკომპენსაციო პაკეტით თანხის გადახდა დაიწყება და დამთავრდება მიმდინარე წლის ბოლომდე“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

იტვირთბა....