ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„სოლიდარობა აფრიკის დასახლების მცხოვრებლებს“ – მერიასთან აქცია გაიმართება

დღეს, 18 საათზე, დედაქალაქის მერიის მიერ, აფრიკის დასახლებაში სახლების დემონტაჟის გამო, საპროტესტო აქციაა დაგეგმილი.  .

აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ მომხდარი სისასტიკეა, რადგან სახელმწიფო, პოლიციური ძალის გამოყენებითა და მძიმე ტექნიკით, სახლებს უნგრევს და პანდემიის პირობებში, ზამთარში უსახლკარობისთვის იმეტებს მოქალაქეებს.

„ვიკრიბებით თბილისის მერიის წინ, რათა გავაპროტესტოთ ის სისასტიკე, რასაც ადგილი აქვს აფრიკის დასახლებაში.
სახელმწიფო პოლიციური ძალის გამოყენებითა და მძიმე ტექნიკით სახლებს უნგრევს და პანდემიის პირობებში, ზამთარში უსახლკარობისთვის იმეტებს ჩვენს მოქალაქეებს. ქალაქის მერიის მსგავსი სისასტიკის გაპროტესტება ჩვენი პასუხისმგებლობაა!
გთხოვთ, გავერთიანდეთ სოლიდარობის მიზნით და აფრიკის მოსახლეობის დასაცავად!
პ.ს. პანდემიის გათვალისწინებით, გთხოვთ, მაქსიმალურად დაიცვათ დისტანციის წესები“.- აცხადებენ ორგანიზატორები.

განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია. მისი თქმით, აფრიკის დასახლებაში მომხდარი ინციდენტის შესახებ მედიის მიერ გავრცელებული კადრები უმძიმესი.

ამასთანავე, ის თბილისის მერიას ოფიციალური განცხადების გაკეთებისკენ მოუწოდებს.

შეგახსენებთ, აფრიკის დასახლებაში დაპირისპირება დილიდან დაიწყო, ადგილზე იმყოფებაოდა პოლიციაც, რომელიც ადგილობრივების დაშლას ცდილობდა. ადგილობრივების პროტესტი დასახლებაში მუნიციპალური ინსპექციის მიერ უკანონოდ აშენებული  შენობა-ნაგებობის დემონტაჟს მოჰყვა.

იტვირთბა....