ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ირაკლი ღარიბაშვილი ე.წ დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურაში გამოკითხეს

საქართველოს დავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ე.წ. დავითგარეჯის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურაში გამოკითხეს. – აღნიშნულ ინფორმაციას შესაბამისი უწყება ავრცელებს.

გენერალური პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის  ცნობით,  ირაკლი ღარიბაშვილი უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე გამოიკითხა.

“როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც წლების მანძილზე საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ექსპერტების მიერ, სახელმწიფო საზღვრის შეთანხმებისას მუდმივად ხდებოდა რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირება და მათთვის გვერდის ავლით საქართველოს საზიანო გადაწყვეტილებების მიღება.

ამავე ინფორმაციის თანახმად, საქართველოს მოქალაქემ, სხვა ქვეყანებში მოიძია და თავდაცვის სამინისტროს გადასცა მნიშვნელოვანი საარქივო მასალა, მათ შორის ტოპოგრაფიული რუკები, რომლებიც წარმოდგენილი იქნა გამოძიების წინაშე. სწორედ აღნიშნულთან დაკავშირებით მოხდა თავდაცვის მინისტრის გამოკითხვა”, –  აცხადებენ პროკურატურაში.

შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა დააკავა.

 

იტვირთბა....