“ქართულ ოცნებაში” შეეცდებიან, რომ გრიგოლ ვაშაძის გადაწყვეტილება საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენონ. რა თქმა უნდა, მათ ამის შესაძლებლობას არავინ მისცემს. ოპოზიცია რჩება ერთიანი და დღეს ეს არის ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი.”
სალომე სამადაშვილი – “ნაციონალური მორაობის”წევრი
ამის შესახებ სამადაშვილმა “დღის ამბებში” განაცხადა.
ცნობისთვის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავჯდომარე გრიგოლ ვაშაძე პარტია დატოვა. ვაშაძემ პარტიიდან წასვლის მიზეზები განმარტა. როგორც ვაშაძე წერს, პარტიის დატოვების ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ მის გარშემო ისეთი ოდიოზური ფიგურების გამოჩენაა, რომელიც პარტიამ წარსულს ჩააბარა.