ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ბათუმში აქციაზე დაპირისპირება მოხდა – დაკავებულია 4 პირი

აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობასთან ოპოზუცუუს საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქციაზე დაპირისპირება მოხდა აქტივისტებსა და სამართალდამცავებს შორის. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, როცა აქტივისტები საკანონმდებლო ორგანოს შენობის ღობეზე ავიდნენ და სტიკერებს აკრავდნენ.

პოლიციამ თავდაპირველას აქციის ორი მონაწილე დააკავა. ამ დროისთვის კი დაკავებულია აქციის ოთხი მონაწილე.

დაკავებულები  განყოფილებაში არიან გადაყვანილი.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ და დაკავებულებს სოლიდარობას უცხადებენ.

ცნობისთვის, აჭარაში ოპოზიციის საპროტესტო აქცია პერმანენტულად მიმდინარეობს.

იტვირთბა....