ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ამ პარლამენტსა და ამ ხელისუფლებას ხალხი დაანგრევს” – სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული პარალელური დათვლის მიხედვით, ოპოზიციამ არჩევნებზე 60%, ივანიშვილმა კი 40% მიიღო. მისივე თქმით, ოპოზიცია ვალდებულია, დაემორჩილოს ქართველების ნებას. როგორც მან აღნიშნა, პირველი ნაბიჯია ის, რომ ოპოზიცია პარლამენტში არ შევიდა. ამის შესახებ მან “ფესიბუქ-ლაივის” დროს განაცხადა.

“ბუნებრივია, ოპოზიცია ვალდებულია, დაემორჩილოს ქართველების ნებას. გამოკითხვის მიხედვით, ქართველების აბსოლუტური უმრავლესობა ამ არჩევნების ლეგიტიმაციის წინააღმდეგია. ვფიქრობ, რომ ვითარება მარტივი არ არის. ისევე როგორც ეს მოხდა ყირგიზეთში, ისევე როგორც მოხდა უკრაინაში, ისევე როგორც მოხდა საქართველოში 2003 წელს, ისევე როგორც ახლა ხდება ბელარუსში, ამ პარლამენტსა და ამ ხელისუფლებას ხალხი დაანგრევს, რადგან 21-ე საუკუნეში ვერავინ შეძლებს ხმების ასე მიტაცებას, როგორც ეს საქართველოში მოხდა.

ფაქტად ვიცი, რომ თითოეულ ოპოზიციონერს ისინი ორიდან სამ მილიონ დოლარამდე სთავაზობდნენ, რათა ისინი პარლამენტში შესულიყვნენ. ივანიშვილი ის ოლიგარქია, რომელმაც მიიტაცა არამხოლოდ საქართველოს ხელისუფლება, არამედ მთელი ქვეყანა. თუმცა, საზოგადოებაში ზეწოლა იმდენად დიდი იყო, რომ ყველამ უარი თქვა ფულზე“,- თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

იტვირთბა....