ახალი ამბები მთავარი სამართალი

ბიძინა ესებუას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ძებნილი ბადრი ესებუას ძმას, ბიძინა ესებუას, აღმკვეთი ღონისძიების სახით, 2 თვიანი პატიმრობა შეუფარდა.

სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა, 10 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ, ესებუას გათავისუფლების თაობაზე.

როგორც ადვოკატი ამბობს, ბიძინა ესებუა ბადრი ესებუაზე ზეწოლის მიზნით დააკავეს.

შეგახსენებთ, ბიძინა ესებუა დააკავეს შაბათს, კუთვნილ ავტომობილში ჩხრეკის შემდეგ.

გამოძიების ინფორმაციით, ჩხრეკის შედეგად ამოღებულია საბრძოლო მასალა, საძილე ტომარა, ტანსაცმელი და საკვები პროდუქტები.

იტვირთბა....