ახალი ამბები მთავარი სამართალი

თბილისში მომხდარ დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში 1982 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ნ.დ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

უწყების ცნობით, დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა მიმდინარე წლის 13 დეკემბერს, თბილისში, ლომთათიძის ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ტერიტორიაზე, წარსულში არსებული უთანხმოების ნიადაგზე, ნაცნობის – 1987 წელს დაბადებული დ.მ.-ის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლა განახორციელა. ერთი ნასროლი ტყვია დ.მ.-ს მოხვდა და იგი დაიჭრა. ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
პოლიციამ ნ.დ. მომხდარიდან მეორე დღეს დააკავა.
განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს“, – აცხადებნ შსს-ში .

იტვირთბა....