ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია კორონავირუსის ინფიცირების მაჩვენებელს ხელოვნურად შექმნილს უწოდებს.
როგორც გამზარდია სოციალურ ქსელSი წერს, ხელისუფლება სტატისტიკას სათავისოდ იყენებს.
“6 დღის წინ დავწერე. დაბარებულივით ახდა. ზუსტად ესაა, რომ სინამდვილეში მთელი ეს სტატისტიკა არის ხელოვნური და როცა როგორ უნდა, ისე ატრიალებს ხელისუფლება. ჩათვლის საჭიროდ? – დაამძიმებს, მოუნდება? – შეამცირებს.
თავიდან ბოლომდე მანიპულაციური სისტემაა კოვიდის სტატისტიკა,”- წერს გამზარიდა.
შეგახსენებთ, არჩილ გამზარდიამ 7 დელემბერს გამოქეყნებულ პოსტში დაწერა, რომ არაა გამორიცხული, ლოქდაუნის გასამართლებლად სტატისტიკა შემცირდეს.
“ლოქდაუნის გასამართლებლად, არ გამიკვირდება, უახლოეს ხანებში კოვიდის სტატისტიკა შემცირდეს.გარშემო მძიმე მდგომარეობაა, ცალკე ამ ვირუსისგან, ცალკე ყველა სხვა ვირუსის “გაკოვიდებისგან”, მაგრამ რაც შეეხება სტატისტიკას, თავიდან ბოლომდე ეს პროცესი პროპაგანდის და პოლიტტექნოლოგიის თემაა.”
ცნობისტვის, 14 დეკემბრის მონაცემებით, 24 საათში ინფიცირების 1 337 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის 147 იმერეთში. ქვეყნის მასშტაბით დღე-ღამეში 49 პაციენტი გარდაიცვალა.