ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ეპიდსიტუაციის სტაბილიზების გარკვეული ნიშნები აღინიშნება” – თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, დადებითობის მაჩვენებელი სტაბილური რჩება და ეპიდსიტუაციის სტაბილიზების გარკვეული ნიშნები აღინიშნება.

ამის შესახებ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„დღევანდელი მდგომარეობით, ახალი შემთხვევების რაოდენობა, ბოლო პერიოდში, უჩვეოლოდ დაბალია. იყო 1 337 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 498 ადამიანი. გარკვეულწილად, ეს შაბათ-კვირას, ტესტირების შედარებით დაბალ ინტენსივობას უკავშირდება, 6 ათასზე ოდნავ მეტი ტესტი შესრულდა გუშინ, თუმცა, დადებითობის მაჩვენებელი სტაბილური რჩება და მიუთითებს იმაზე, რომ ეპიდსიტუაციის სტაბილიზების გარკვეული ნიშნები აღინიშნება. განსაკუთრებით აღსანიშნავია სტაბილიზაციის ნიშნები აჭარის რეგიონში. აქ ეპიდემიის მატება უფრო ადრე დაიწყო, მაგრამ, მიმდინარე პერიოდში, შემთხვევების გარკვეული კლება აღინიშნება. კიდევ ერთი კვირის განმავლობაში უნდა დავაკვირდეთ ამ ტენდენციას, ვიდრე საბოლოო, მყარი დასკვნა გვექნება იმის შესახებ, თუ რა მიმართულებით მიდის ეპიდემია როგორც რეგიონების დონეზე, ისე – მთლიანად ქვეყანაში“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

იტვირთბა....