ტელეკომპანია “მთავარმა” მოახერხა ირაკლი კობახიძის მობილური ტელეფონის ეკრანის დაფიქსირება, სადაც ჩანს, მისი და “ოცნების” პიარ-კონსულტანტის ლაშა ნაცვლიშვილის მესინჯერში მიმოწერა. ჯერჯერობით რა თემაზე მიდიოდა საუბარი, დეტალები უცნობია, თუმცა, გადაცემაში “მთავარი აქცენტები” მისმა წამყვანმა ნიკა გვარამიამ ვერსია გამოთქვა, რომ საუბარია ორგანიზაცია ISFED-ზე.
ცნობისათვის: ISFED-ის წინააღმდეგ კრიტიკული ტალღა აგორდა, რაზეც კომენტარი გააკეთა, როგორც “ოცნებამ”, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებმაც.