ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ISFED-ის შეფასება არის ისეთივე უხეშად მცდარი, როგორიც იყო PVT-ის პირველადი მონაცემები” – ირაკლი კობახიძე

“ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივნმა, ირაკლი კობახიძემ  ISFED-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშთან დაკავშირებით დღევანდელ ბრიფინგზე ისაუბრა.

როგორც კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნული ორგანიზაციის,  ეს შეფასება არის ისეთივე უხეშად მცდარი, როგორიც იყო PVT-ის პირველადი მონაცემები.

“ბიულეტენების მეტობა მთელი ქვეყნის მასშტაბით საბოლოოდ დაფიქსირდა 3847-დან მხოლოდ 19 უბანზე და ჭარბი ბიულეტენების ჯამური რაოდენობა იყო 2 მილიონამდე ბიულეტენიდან 25 ბიულეტენი.

გარდა ამისა, ჩვენ განვახორციელეთ “სამართლიანი არჩევნების” მიერ შეტანილი სარჩელებისა და გასაჩივრებული უბნების მონაცემების საფუძვლიანი ანალიზი და დავადგინეთ, რომ ბიულეტენების სიჭარბე ამ ორგანიზაციის მიერ დათვლილი საარჩევნო უბნების არათუ 8, 1%-შიც კი არ დაფიქსირებულა. PVT-ის დეტალური ანგარიშის თანახმადაც, ბიულეტენების მეტობა 1000-მდე დათვლილი უბნიდან მხოლოდ 8 უბანზე აღინიშნა, საიდანაც მეტ-ნაკლებად არსებითი დისბალანსი მხოლოდ 3 უბანზე დაფიქსირდა. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ამ საარჩევნო უბნებთან მიმართებით, ცესკომ დააკმაყოფილა “სამართლიანი არჩევნების” ყველა სარჩელი, უზრუნველყო შედეგების გადათვლა და ხარვეზის გასწორება.

17 ნოემბერს გამართულ შეხვედრაზე და მოგვიანებითაც, ჩვენ არაერთხელ ვთხოვეთ ორგანიზაციის ხელმძღვანელს, მოეცა განმარტება ზემოაღნიშნულ 8%-იან მაჩვენებელთან დაკავშირებით, თუმცა, ამ შემთხვევაშიც, მისი პასუხები ისეთივე სუსტი იყო, როგორც PVT-სთან დაკავშირებით,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) აღმასრულებელმა დირექტორმა, ელენე ნიჟარაძე სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.

როგორც ელენე ნიჟარაძე წერდა გამოვლენილ ხარვეზებს 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებზე მნიშვნელოვნად არ უმოქმედია, ძალიან მძიმე იყო.

იტვირთბა....