“ISFED-ზე თავდასხმა უსაფუძვლო ბრალდებებით, ‘ოცნებას გაურიგდა, ვერ გაუძლო ზეწოლას’ და ა.შ- არაა სწორი. როგორც მე ვხედავ, მართლაც, შესაძლოა, სერიოზული ტექნიკური შეცდომა მოუვიდა ორგანიზაციას და ეს მას დააზიანებს. არ მიკვირს, რომ ტოტალური თვალთვალის ქვეშ მცხოვრებ საზოგადოებაში, ქართულმა ოცნებამ, სავარაუდო ტექნიკური ხარვეზის შესახებ, წინასწარ იცოდა. ორგანიზაციის რეპუტაცია უკვე დაზიანებულია და არაა აუცილებელი მძიმე და დაუსაბუთებელი ბრალდებებით მათზე დამატებითი დარტყმის მიყენება. ISFED-ს კი, ვურჩევ, დეტალურად და ღიად აუხსნას საზოგადოებას, რა მოხდა სინამდვილეში.”
სალომე სამადაშვილი – “ნაციონალური მოძრაობის” წევრი
სოციალური ქსელი