ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი, ზურაბ გურული სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებლის პოსტს ეხმაურება და წერს, რომ მისი სახელით ადამიანისთვის სასიკვდილო რჩევებს ავრცელებენ.
გურული საზოგადოებას მიმართავს, რომ იყვნენ ფრთხილად.
“ეს არ არის ამ საცოდავი არსების თვითშემოქმედება.
პოტენციურად სასიკვდილო, საშიში რჩევების გავრცელება ამერიკელი ექიმების სახელით.
ვიღაც იყენებს ამ ფსიქიურად დაავადებული ადამიანის ფოტოს და იდენტობას.
რამდენიმე დღის წინ, შიდსის ცენტრის საიტზე დადებული მორიგი სამარცხვინო პასკვილის ქვეშ, სადაც შეპასუხება ვცადე, იმწამს გაჩნდა ოფიციალური ტროლების რაზმი და ერთერთმა მათგანმა ძალიან საინტერესო პოსტი დადო : – გავა ცოტა ხანი და დამტკიცდება, რომ შენი რეკომენდაციები სახიფათო და არასწორია და რომ რამდენიმე ადამიანი იმსხვერპლა კიდეცო -. მაშინვე მივხვდი რა იქნებოდა მორიგი სვლა.
ძალიან ბინძურები და დაუნდობლები ხართ!
ფსკერს გაცდით კარგა ხანია.
მოგეკითხებათ!
P.S. ძალიან გთხოვთ, იყავით ფრთხილად. მხოლოდ ჩვენს გვერდზე ჩვენს მიერ დადებული რეკომენდაციები გვეკუთვნის ჩვენ”, – წერს გურული.
აღნიშნულთან დაკავშირებით, განცხადება ნანა გეგეჭკორმაც გააკეთა.