ახალი ამბები მთავარი

“25 წლიანი უმწიკვლო რეპუტაციის არასამთავრობო ორგანიზაცია, 1 საათში ჩაიდო სამარეში” – გვარამია

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში ISFED-ის მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს ეხმაურება:

“ISFED-ის, რბილად რომ ვთქვათ, უცნაური ფორმით (ზეპირი ახსნა-განმარტების და შეკითხვებზე პასუხების ღირსადაც არ ჩათვალეს საზოგადოება) მოცემული და ზეუცნაურ დროს (დღეს ვიცით ისედაც რაც ხდებოდა) შეცვლილი ციფრების კონტექსტში, ცხადი ხდება, რატომ დაიწყო ოცნებამ მოლაპარაკებებზე ხელახალ გადათვლაზე, “1%ზე მეტი თუ იქნა, ხელახალ არჩევნებს დავნიშნავთ”-ზე და მსგავსებზე საუბარი. და აი, უცაბედად, დაიდო კიდეც 1%ზე ნაკლები ციფრები, ჰოი, საკვირველებავ :))) და დაიდო არჩევნებიდან თვენახევრის შემდეგ, იმ ორგანიზაციის მხრიდან, ვისი ფუნქციაც, შედეგების უსწრაფესად დადებაა. სისწრაფე, თორემ სიზუსტე ისფედთან კავშირში არაა – ყალბ ოქმებს აჯამებს, გადაკეთებულს, კარუსელ და ჩაყრა გამოვლილს. სამწუხაროდ, ასეთია მათი მეთოდოლოგია (ვერსადროს გავიგებ ამ ქვეყანაში ეს მეთოდოლოგია რატომაა რელევანტური, მაგრამ, რაცააა, ეგაა). ხოდა, მარტო სისწრაფე რო მოეკითხება, იმ ორგანიზაციისგან თვენახევარში ახალ შედეგებს ვიღებთ, თან სრულ შესაბამისობაში ოცნების ზრახვებთან და წინასწარ დაანონსებულ მიზნებთან და საჭიროებებთან. შემთხვევითი დამთხვევაა? შესაძლოა. ნეტარ იყვნენ მორწმუნენი.
რაც შეეხება, “გადავთვალოთ ისფედით და 1%ზე ნაკლები თუ იქნა, ვადამდელი ჩავატაროთ” ტექსტით ზოგი ოპოზიციონერის “გულუბრყვილო” აღფრთოვანებას: უკვე ძალიან საეჭვოა ეგ ამბავი და ნამდვილად აღარ გავს გულუბრყვილობას. თან ძალიან აღარ გავს. და ახლა, როცა ნათელია, რომ ისფედის ხაფანგი მზადდებოდა მთელი ეს კვირები ოპოზიციისთვის, კიდევ ისფედზე და გადათვლაზე ლაპარაკი, უკვე ვერ მიხვედრას ნამდვილად არ გავს. ამ შემთხვევაში, კიდევ უფრო ძალიან არ გავს.
p.s. ნუ, ISFEDის მომავალი, სამწუხაროდ, ბუნდოვნია, თუ საერთოდღაა. 25 წლიანი უმწკივლო რეპუტაციის არასამთავრობო ორგანიზაცია, ერთ საათში ჩაიდო სამარეში. ასე ანადგურებს ქართული ოცნება ყველაფერს. ვწუხვარ, მაგრამ ფაქტია”, – წერს ნიკა გვარამია facebook-ში.

ცნობისთვის, „სამართლიანი არჩევნებმა“ (ISFED) 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგების დაზუსტებული ინფორმაცია გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში. მათივე ცნობით, გასწორების შედეგად, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა. აღნიშნული სხვაობა გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე.

იტვირთბა....