ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

შემოსავლების სამსახური 300-ლარიან დახმარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

ერთჯერადად 300-ლარიანი დახმარების მისაღებად 40 372 განაცხადია რეგისტრირებული – ინფორმაციას ამის შესახებ შემოსავლების სამსახური ავრცელებს:

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში გრძელდება 300-ლარიანი ერთჯერადი კომპენსაციის მისაღებად იმ პირთა რეგისტრაცია, რომელთაც 2020 წლის 28 ნოემბრიდან დაწესებული წერტილოვანი შეზღუდვების გამო, შეჩერებული აქვთ საქმიანობა და ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების უფლება.

დღეის მონაცემებით, შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში უკვე რეგისტრირებულია 40 372 განაცხადი. 300-ლარიანი ერთჯერადი კომპენსაციის მისაღებად რეგისტრაცია შესაძლებელია ნებისმიერი ვებბრაუზერით: Mozilla Firefox, Opera, Safari, GOOGLE CHROME, Internet Explorer და სხვა.

იმ შემთხვევაში, თუ გსურთ სისტემაში ახალ მომხმარებლად რეგისტრაცია, უკვე რეგისტრირებული ტელეფონის ნომრის შეცვლა, მომხმარებლის სახელისა და პაროლის შეხსენება, ანდა სხვა მიზეზით ვერ სარგებლობთ თქვენი ავტორიზებული ვებგვერდით, ამ შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურში ვიზიტის გარეშე, ვიდეო ზარის საშუალებით, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ სატელეფონო ცენტრის ოპერატორს და Internet Explorer ბრაუზერით მიიღოთ აღნიშნული ელექტრონული სერვისები.

შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო სატელეფონო ცენტრი მუშაობს ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა 09:00 საათიდან 18:00 საათამდე“, – აღნიშნულია შემოსავლების სამსახურს ინფორმაციაში.

იტვირთბა....