ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ამხანაგებო, მაინც “კარგია” ამით მაინც შევა ისტორიაში ეს პარლამენტი ანუ სამარცხვინო ერთპარტიულობით!” – ჩარკვიანი

“სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მე-10–ე მოწვევის ერთპარტიული პარლამენტი დემოკრატიის წარმოუდგენელი ვარდნაა.

მისი თქმით, 8 წლიანი მოღვაწეობის შედეგი- ერთპარტიული ბრეჟნევული პარლამენტია.

“მე-10–ე მოწვევის ერთპარტიული პარლამენტი, წარმოუდგენელი ვარდნა დემოკრატიისა , განადგურება – მიტაცებული სახელმწიფო- გაყალბებული და ერთპარტიული პარლამენტი!

8 წლიანი ივანიშვილის რუსული მმართველობის მუშაობის შედეგი-აი ამ “მუშაობის” გავრილოვის , კარასინის, ახალგაზრდებისთვის “თვალების დათხრის”, გაღატაკებული ხალხი, გამოუძიებელი საქმეები, კლანური სასამართლო, გაძარცვული ბიუჯეტი, 8 წლიანი მოღვაწეობის შედეგი- ერთპარტიული ბრეჟნევული პარლამენტი.

ვაშა-“ურა “ ამხანაგებო, მაინც “კარგია” ამით მაინც შევა ისტორიაში ეს პარლამენტი ანუ სამარცხვინო ერთპარტიულობით!”, – წერს ჩარკვიანი.

შეგახსენებთ, დღეს მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართა. ხუთმა ოპოზიციურმა პარტიამ უფლებამოსილების შეწყვეტასა და პარტიულ სიებთან დაკავშირებით მემორანდუმს მოაწერა ხელი. აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებს 4 რაუნდი უშედეგოდ დასრულდა.

იტვირთბა....