“მე ვთვლი, რომ პარლამენტში შესვლის გზა არის სწორი, მაგრამ ყველა ერთად უნდა შევიდეს.მარტო ერთი ელისაშვილი და რამდნიმე კაცი თუ შეპროწიალდება, იმ ცვლილებებს, რაზეც ვითომ შეთანხმდებიან, 113 კაცი სჭირდება და თუ არ იქნება 113 კაცი, ხელისუფლებას რომც უნდოდეს, ფიზიკურად მაინც ვერ გააკეთებს. თუ არ იქნება იმის გარანტია, რომ 113 კაცი შეივსოს, რასაც ელისაშვილი ლაპარაკობს, ტყუილია, გამოდის.”
გია ხუხაშვილი – ანალიტიკოსი
ამის შესახებ ანალიტიკოსმა “დღის ამბებში” განაცხადა.
ცნობისთვის, 9 დეკემბერს “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ საარჩევნო სისტემის რეფორმირებაზე შეთანხმების შემთხვევაში ისპარლამენტში შევა. მან ასევე, განაცხადა, რომ საბოტაჟით არიან დაკავებულები “ევროპული საქართველოს” წევრები, რომლებიც პროცესის ჩაშლას ცდილობენ.