“თავად იმ ადამიანებს, ვისაც ძალიან უნდათ პარლამენტში შესვლა, კერძოდ ალეკო ელისაშვილს უჭირს როგორც ჩანს, იმიტომ რომ თავს იმართლებდა, თან რაღაც აგრესიული ფორმით. ეს მისი საქმეა და მან უნდა აიღოს ამაზე პასუხისმგებლობა.”
ელენე ხოშტარია – “ევროპი;ი საქართველოს” ლიდერი
ამის შესახებ ხოშტარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
ამასთან, ელენე ხოშტარია მე-10 მოწვევის პარლამენტის ხვალ დაგეგმილ პირველ სხდომას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ქართული ოცნება პრლამენტში მარტო იქნება.
ცნობისთვის, 9 დეკემბერს უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნება, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს შეისწავლის, ხოლო ხოლო თუ 1%-იანი ცდომილება მაინც დაფიქსირდება, „ქართული ოცნება“ გამოაცხადებს რიგგარეშე არჩევნებს.