ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ერთს ვერ ვიგებ, ვიდეო ჩანაწერების ნახვაზე რატომ ამბობენ უარს, იქ ხომ გამოჩნდება როგორ მუშაობდა უბანი, ყრიდნენ ბიულეტენებს თუ არა”- ამირან სალუქვაძე

სამხედრო ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში მმართველი გუნდის ინიციატივაზე, რომ პარლამენტში არჩევნების შესასწავლად დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნება, ოპოზიციის წევრებს ეხმიანება.

როგორც სალუქვაძე წერს, ოპოზიციას შეუძლია, კომისიაში საკუთარი წარმომადგენლები წარადგინოს, გარდა ამისა, ბიულეტენებს ვერ გადააკეთებენ..

გარდა ამისა, სალუქვაძისთვის გაუგებარია, რატომ ამბობს ოპოზიცია ჩანაწერების ნახვაზე უარს, რომლის საშუალებითაც შეეძლებათ გაარკვიონ, რა ხდებოდა თითოეულ უბანზე.

“მეტრონომი” ამირან სალუქვაძის პოსტს უცვლელად გტავაზობთ.

“რუსთავი2-ზე უდუმაშვილმა თქვა ვინ უნდა შექმნას კომისიაო, ბიულეტენები გადაკეთებული და ჩასწორებული იქნებაო, რა გარანტიაა, ოცნება უფრო მეტ ხმას არ დაიწერსო?
ვახ!
1.კომისიაში თქვენ შედით და თქვენი თავმჯდომარე წარადგინეთ.
2. ბიულეტენებს ვერ გადააკეთებენ, ოქმები ხომ არაა? ოქმებზე თქვენი წარმომადგენლების ხელმოწერებია.
3. ხომ გითხრათ გუშინ კობახიძემ, 1%-იც თუ იქნება ოცნების სასარგებლოდ, ახალ არჩევნებს დავნიშნავთ და პოლიტიკიდან წავალო? თუ გადაითვლება და ოცნება მეტ ხმას მიიღებს, ე.ი. რა გამოდის, მეტი ჰქონდათ და ნაკლები დაიწერეს?

ერთს ვერ ვიგებ, ვიდეო ჩანაწერების ნახვაზე რატომ ამბობენ უარს, იქ ხომ გამოჩნდება როგორ მუშაობდა უბანი, ყრიდნენ ბიულეტენებს თუ არა, როგორ მოქმედებდნენ პარტიების წარმომადგენლები?!

ისე, რუსთავი2, რულოვსის თემა იმედმა თუ გაიგო, თქვენ რატომ გაატარეთ, გუშინდელი დაჭრის ფაქტით რომ დაიწყეთ 12-ანი კურიერი? საქართველოში ყოველ დღე, უკვე 30 წელია, 100-200 სამართალდარღვევა ხდება. ქვეყნის ყოფილ პირველ ლედის კი, უცხო ქვეყნის საგამოძიებო უწყება ყოველ დღე დაკითხვაზე არ იბარებს.

გწყინთ მედიებს შენიშვნები, მაგრამ რა ვქნა?!”- წერს ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, 9 დეკემბერს უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნება, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს შეისწავლის, ხოლო ხოლო თუ 1%-იანი ცდომილება მაინც დაფიქსირდება, „ქართული ოცნება“ გამოაცხადებს რიგგარეშე არჩევნებს.

იტვირთბა....