მთავარი ციტატა

“კობახიძეს ჰგონია, გააორმაგა, “დავიო”, თქვა და ამით უნდა, რომ დააწვინოს ოპონენტები”- ბოკერია

“ესაა პოლიტიკური ავტორიტარული რეჟიმის დამყარება, ბოლომდე გასვლა, გაღმა გასვლა შეიძლება ითქვას. კობახიძემ ახლა შემოტრიალება გადაწყვიტა, რომ აი, ახლა ვინც დაწერთ, იმათ შეგიწყვიტავთ ეხლავეო და ჰგონია, რომ გააორმაგა, “დავიო”, თქვა და ამით უნდა, რომ დააწვინოს ოპონენტები. ცდება, როგორც ყოველთვის ასეთ დროს, როცა ნერვები უმტყუნებს ხოლმე ივანიშვილს, ის ყველაზე მძიმე შეცდომებს უშვებს. ამიტომ ჩვენი ამოცანა არის ამ ფაზის მტკიცე პოზიციით ჩამთავრება, ვგულისხმობ არალეგიტიმური პარლამენტის ბოიკოტირებას.”

გიგა ბოკერია – “ევროპული საქართველოს” ლიდერი

აღნიშნულით ბოკერია ჟურნალისტებთან ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა.

ცნობისთვის, “ოცნების” აღმასრულებელმა მდივნმა,  ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ  საპარლამენტო უმრავლესობა ყველა იმ დეპუტატს შეუწყვეტს უფლებამოსილებას, რომელიც მათ განცხადებით მიმართავს, ხოლო,  სახელმწიფო დაფინანსებასა და სხვა შესაბამის პრივილეგიებს ვერ მიიღებენ პარტიები, რომლებიც პარლამენტში არ იქნებიან წარმოდგენილები.

 

იტვირთბა....