ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“თუ რამე გადაწყვეტილებას მივიღებ, თუნდაც არაპოპულარულს და არავის მოსწონდეს, მთავარია მე მჯეროდეს”- ელისაშვილი

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ის გადაწყვეტილებებს მისი პრინციპებიდან გამომდინარე იღებს, თუნდაც არავის მოსწონდეს მისი არჩევანი. ამის შესახებ პატიის ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „ფეისბუქ ლაივის“ დროს განაცხადა.

როგორც ელისაშვილი ამბობს, ის ფულის სანაცვლოდ არასდროს გაიყიდება და ამის შეთავაზებას ვერც ვერავინ გაუბედავს.

“მინდა ანგარიში ჩაგაბაროთ იმაზე, რაც ხდება ბოლო პერიოდში. დიდი უსინდისობაა და უმსაგვსობააა, რასაც მთელი ეს დღეები გაიძახოდა ზოგზოგიერთი პარტია. განსაკუთრებით თავგამოდებულები იყვნენ ბოკერიას პარტიის ხალხი, რომ არიქა, ელისაშვილი შევიდა პარლამენტში, ელისაშვილმა ფული აიღო.

ყოველთვის გავაკეთებ იმას, რასაც სინდისი და ქვეყნის ინტერესი მკარნახობს. ყოველთვის გავაკეთებ იმას, რისიც მჯერა და რისიც მწამს. ხელფასის იქით არასოდეს ამიღია არცერთი თეთრი და ასე ვიცხოვრებ ყოველთვის. თუ რამე გადაწყვეტილებას მივიღებ, თუნდაც არაპოპულარულ გადაწყვეტილებას და არავის მოსწონდეს, მთავარია მე მჯეროდეს და ჩემს სინდისს არ ეწინააღმდეგებოდეს.

რაც შეეხება ფულის აღებას, ვინ გამიბედავს, ვერ წარმომიდგენია, მოვა ადამიანი და ფულზე დამიწყებს ლაპარაკს, იქიდან ცოცხალი ვერ გამასწრებს. ეს ყველამ კარგად იცის, და ამიტომ, ამაზე არც არავინ დამელაპარაკება,”- აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

შეგახსენებთ, „მთავარმა არხმა” გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოპოზიციაში დაწყებულია დისკუსია პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხზე.

მათივე ცნობით,  „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ, „მოქალაქეების“ ლიდერმა ალექსანდრე ელისაშვილმა და „გირჩის“ რამდენიმე წევრმა, გარდა ზურაბ ჯაფარიძისა, შესაძლოა, მიიღონ გადაწყვეტილება პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით.

 

იტვირთბა....