მთავარი ციტატა

„ვინმე თუ შევა პარლამენტში, ის იქნება პუფი“

„ვინმე თუ შევა პარლამენტში, ის არ იქნება ოპოზიციონერი და არ იქნება დეპუტატი, ის იქნება პუფი, უბრალოდ, რაღაც ნივთი. ანუ, ვინმე თუ შევა და პოლიტიკურ პრაგმატულობას თავი დავანებოთ, ვინმე თუ პოლიტიკურ ცდუნებას ვერ გაუძლებს, ის ვერ იქნება ვერც დეპუტატი და ვერც ოპოზიციონერი მით უმეტეს – ჩემი პოზიცია ასეთია“.

ნიკა მელია, ენმ-ის წევრი

მისი თქმით, შესვლის სურვილი შესაძლოა ნაწილს ჰქონდეს, ისევე, როგორც ბევრ საჯარო მოხელეს აქვს ქრთამის აღების ცდუნება, მაგრამ ეშინიათ პროკურორის, ეშინიათ პოლიციის უფროსის, კანონის, რომ არ დაისაჯოს.

შეგახსენებთ, „მთავარი არხმა” გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოპოზიციაში დაწყებულია დისკუსია პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხზე. მათივე ცნობით,  „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ, „მოქალაქეების“ ლიდერმა ალექსანდრე ელისაშვილმა და „გირჩის“ რამდენიმე წევრმა, გარდა ზურაბ ჯაფარიძისა, შესაძლოა, მიიღონ გადაწყვეტილება პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით.

იტვირთბა....