ახალი ამბები საზოგადოება

საბავშვო ევროვიზიაზე საქართველომ მე-10 ადგილი დაიკავა

მე-13 საბავშვო ევროფესტივალის გამარჯვებული მალტის წარმომადგენელი დესტინი (Destiny Chukunyere) გახდა, საკონკურსო სიმღერით  “Not My Soul,  საქართველოს წარმომადგენელმა ჯგუფმა, “ვირუსმა”კი, სიმღერით “გაბედე”, მე-10 ადგილი დაიკავა. საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული ჟიურიმ და ევროპელმა მაყურებელმა ხმის მიცემის შედეგად ერთობლივად გამოავლინეს.

წლევანდელი საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსში 17 ქვეყანა მონაწილეობდა. კონკურსი ბულგარეთის დედაქალაქში, სოფიაში  ჩატარდა.

საბავშვო ევროვიზიაზე საქართველო პირველად 2007 წელს გავიდა. საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის “ევროვიზია ჯუნიორი” წარმატების მომტანი აღმოჩნდა. საქართველო საბავშვო ევროფესტივალის გამარჯვებული ორჯერ გახდა – 2008 წელს პირველი ადგილი ჯგუფ “ბზიკებს” ერგო, ხოლო 2011 წელს ფინალისტი ჯგუფი “ქენდი” გახდა.

იტვირთბა....