მთავარი ციტატა

“პატრიარქს აინტერესებს, სხვა ქვეყნებში პანდემიის კუთხით რა მდგომარეობაა, ამას წინათ მკითხა, ინგლისის დედოფალი როგორ არისო?”- ექიმი

“პატრიარქს აინტერესებს, სხვა ქვეყნებში პანდემიის კუთხით რა მდგომარეობაა. ამას წინათ მკითხა, ინგლისის დედოფალი როგორ არისო? გადმოსცეს, ელისაბედი დეკემბერში ვაქცინას იკეთებსო. დიდად საუბრის განწყობაზე არ არის. მოცარტი უყვარს და კლასიკას ხშირად უსმენს. მე უბრალოდ მოსანახულებლად მივდივარ. ყურადღებას ვაქცევ. ზოგჯერ კვირაში ორჯერ, ზოგჯერ სამჯერ ვნახულობ. მენატრება ხოლმე.”

გულიკო ჩაფიძე – ექიმი კარდიოლოგი

ამის შესახებ ჩაფიძემ “პრაიმტაიმთან” განაცხადა.

ექიმმა ინტერვიუში პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ისაუბრა. იხილეთ ვრცლად. 

ცნობისთვის, ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა განაცხადა, რომ კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე კარანტინშია. უკვე რამდენიმე კვირაა, უწმინდესი წირვებს აღარ ატარებს.

საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა, ანდრია ჯაღმაიძემ განმარტა, რომ მიტროპოლიტმა არასწორად გამოიყენა სიტყვა „კარანტინი“, რადგან პატრიარქი კარანტინში ნამდვილად არ იმყოფება, თუმცა ასაკოვანი პატრიარქის ჯანმრთელობიდან გამომდინარე მასთან ძალზედ შეზღუდულად კონტაქტობენ.

იტვირთბა....