სამართალდამცველებმა სიღნაღის მუნიციპალიტეტში 10 წლის გოგონასთან გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამაკაცი დააკავეს. მომხდარი “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
ახალგაზრდა კაცი, რომელსაც სამართალდამცველები გარყვნილ ქმედებას ედევებიან, გოგონას მეზობელია. ბავშვის ოჯახმა მომხდარის შესახებ პოლიციას თავად შეატყობინა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მე- 2 ნაწილით დაიწყო, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 5- დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.