ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“რადგან გუშინ მთელი დღე იმ შვილებით ვიყავი დაკავებული, ვისი არ გახარებითაც დამწყევლეთ, ახლა და აქ გიპასუხებთ” – ჟურნალისტის პასუხი სასულიერო პირს

მე არ შემიძლია სხვაგავარად ვუპასუხო იმ ყიამყრალობას, რაც ჩემდა სამწუხაროდ ამბიონიდან მოვისმინე. მომიტევებია!!! – ამის შესახებ ჟურნალისტმა მიშა სესიაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

აღნიშნულ პოსტს “მეტრონომი” უცვლელად გთავაზობთ:

“რადგან გუშინ მთელი დღე იმ შვილებით ვიყავი დაკავებული, ვისი არ გახარებითაც დამწყევლეთ, ახლა და აქ გიპასუხებთ. მომიტევებია !!! როგორც ადამიანს, როგორც მამას, როგორც ქრისტიანს – მე არ შემიძლია სხვაგავარად ვუპასუხო იმ ყიამყრალობას, რაც ჩემდა სამწუხაროდ ამბიონიდან მოვისმინე. მომიტევებია !!! მაგრამ ისიც გახსოვდეთ, რომ ჩემი ღმერთი სახედრით დადიოდა, ძაძებს იცვამდა და ყველა უყვარდა, ყველას შანსს აძლევდა – ავაზაკსაც, მეძავსაც და ტირანიის მსახურთაც. ჯვარს აცვეს, აწამეს, სდევნიდნენ და დასცინოდნენ – და მიუხედავად ყველაფრისა, მხოლოდ ერთხელ, განრისხდა იესო, და მხოლოდ ერთი რამ ვერ აპატია ადამიანებს !!! როცა უფლის სახლში, უფლის სახელით გაჩაღებული აღებ-მიცემობა ნახა, როცა ნახა, რომ ფარისევლები თავის ხორციელ ვნებებსა და მომხვეჭველობას ღმერთზე, სიყვარულზე და ჭეშმარიტებაზე მაღლა აყენებდნენ !!! მე მომიტევებია და ვილოცებ, რომ ღმერთმაც შეგინდოთ !!!

ცნობისათვის, მამა შალვამ ქადაგებისასა “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის შესახებ იქადაგა, რასაც შემდეგ თავად გვარამია გამოეხმაურა.

იტვირთბა....