“გირჩს აქვს თავისი სისტემა, რომლიდანაც მე გავალ უბრალოდ. ჩვენ გვაქვს რაღაც პორტალი, სადაც ცალკე სისტემა გვაქვს აწყობილი, რომელზეც იყო დაშენებული ბევრი რაღაც. მე შევთავაზე მათ, მე მაინტერესებდა ერთადერთი სახელი და გირჩის ფეიჯი, შევთავაზე, რომ გადაგვეწყვიტა ან დემოკრატიული გზით და ჯგუფ ბაბლში ხმის მიცემა ყოფილიყო ან GeD-ების სისტემით, რომელიც ჩვენი შექმნილია. საბოლოო ჯამში პასუხი არ გამცეს და ჩავთვალე, რომ უარია. მე ამ სისტემის ნაწილი აღარ ვიქნები, ცალკე ახალ სისტემას ავაშენებ და გავაკეთებ გირჩს.”
ზურაძე ჯაფარიძე – “გირჩის” ლიდერი
ცნობისთვის, “გირის” ლიდერიმა ზურა ჯაფარიძემ დღეს სოციალურ ქსელსი დაწერა, რომ ის იაგო ხვიჩიასთან, ვახო მეგრელიშვილთან და ალექსანდრე რაქვიაშვილთან პარტიულ თანამშრომლობას აღარ აპირებს. ჯაფარიძის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა იაგო ხვიჩია, რომელმაც დაწერა – “გაიგებთ, რას ვიტანდი მთელი ეს წლები.” თუმცა, მოგვიანებით იაგო ხვიჩიამ ამ პოსტის გამო ჯაფარიძეს ბოდიში მოუხადა.