“ირანი, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა შუა აღმოსავლეთში, ეპიდემიის მესამე ტალღას ებრძვის. ამის შესახებ „ალჯაზირა“ იუწყება. მედიის ცნობით, ირანში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 50 000-ს გადააჭარბა, დადასტურებული შემთხვევათა რაოდენობა კი, 1 მილიონზე მეტია.
ვირუსის გავრცელების ამ ფონზე, მკაცრი შეზღუდვები გაფართოვდა. ყველა ქალაქში გარდა აუცილებელი მომსახურებისა, ყველა ობიექტი დაიხურა.