ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ზურას ჰქონდა განცდა, რომ ზევიდან უყურებდნენ ამომრჩეველს იაგო და ვახო”- “გირჩის” პრესსამსახური

“გირჩის” პრესსამსახურის ხელმძღვანელი თეკლა დალაქიშვილი პარტიაში არსებულ უთანხმოებას ეხმიანება და ზურაბ ჯაფარიძის გადაწყვეტილებას განმარტავს.

როგორც თეკლა დალაქიშვილი განმარტავს, ზურაბ ჯაფარიძეს ბევრი მიზეზი ჰქონდა, პარტიის სამ წევრთან თანამშრომლობა შეეწყვიტა.

მისი თქმით, ლიდერებს სხვადასხვა საკითხში განსხვავებული პოზიციები ჰქონდათ, ასევე, თანამშრომლებს გარკვეული პრობლემები ჰქონდათ საჯარო პოსტების გამოქვეყნებასთან დაკავშირებითაც.

“ზურაბ ჯაფარიძემ გადაწყვიტა, რომ წყვეტს პარტიულ თანამშრომლობას იაგო ხვიჩიასთან, ვახტანგ მეგრელიშვილთან და ალექსანდრე რაქვიაშვილთან. ამის მიზეზი იყო ძალიან ბევრი, ჰქონდათ განსხვავებული პოზიციები სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის – ამომრჩეველთან ურთიერთობაზე. ზურას ჰქონდა რაღაც განცდა, რომ ზევიდან უყურებდნენ ამომრჩეველს იაგო და ვახო.

ზოგადად, “სტაფის” წევრებს ჰქონდათ გარკვეული პრობლემები ლიდერშიპთან, პოსტების დაწერასთან დაკავშირებით, საჯარო პოსტებიც იყო. ჩვენი პირველი ქალი პოლიტიკოსი ვინც გვყავს ანა ჩიქოვანი ამბობს, რომ დემოტივირებულად გრძნობდა თავს ამ ადამიანებთან მუშაობით,” – განაცხადა თეკლა დალაქიშვილმა.

შეგახსენებთ, 4 დეკემერს “გირის” ლიდერიმა ზურა ჯაფარიძემ დღეს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის იაგო ხვიჩიასთან, ვახო მეგრელიშვილთან და ალექსანდრე რაქვიაშვილთან პარტიულ თანამშრომლობას აღარ აპირებს. ჯაფარიძის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა იაგო ხვიჩია, რომელმაც დაწერა – “გაიგებთ, რას ვიტანდი მთელი ეს წლები.” მოგვიანებით ზურაბ ჯაფარიძემ დამატებითი განმარტება გააკეთა, რომ ის “გირჩის” ლიდერად რჩება.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზურაბ ჯაფარიძის გადაწყვეტილება მისი ტანაპარტიელის, იაგო ხვიჩიას პოსტს უკავშირდება, სადაც მან ბავშვთა პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა-გამოყენებაში ბრალდებულის დაკავება გააპროტესტა.

იტვირთბა....