აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

უნგრეთი და რუსეთი ურთიერთობების გასაღრმავებლად 12-პუნქტიან გეგმაზე შეთანხმდნენ

უნგრეთი და რუსეთი ურთიერთობების გასაღრმავებლად 12-პუნქტიან გეგმაზე შეთანხმდნენ, – ამის შესახებ „პოლიტიკო“ წერს. როგორც გამოცემა წერს, მათ მიერ მოპოვებული დოკუმენტები ადასტურებს, რომ უნგრეთი და რუსეთი გასული წლის დეკემბერში შეთანხმდნენ 12-პუნქტიან გეგმაზე, რომელიც ითვალისწინებს ეკონომიკურ, ენერგეტიკულ, კულტურულ და სხვა სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებას.

შეთანხმების ტექსტს ხელი 9 დეკემბერს, მოსკოვში, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ და რუსეთის ჯანდაცვის მინისტრმა, მიხაილ მურაშკომ მოაწერეს.

გეგმაში შედის პარტნიორობა ენერგეტიკის სფეროში, მათ შორის ნავთობის, გაზისა და ბირთვული საწვავის მიმართულებით, ორმხრივი ვაჭრობის ზრდის ხელშეწყობა და უარყოფითი ტენდენციების აღმოფხვრა, რომელიც ევროკავშირის სანქციების შედეგად გაჩნდა, თანამშრომლობა ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა, მშენებლობა, განათლება და კულტურა.

შეთანხმება ითვალისწინებს რუსი პედაგოგების მიწვევას უნგრული განათლების სისტემის გაძლიერებისთვის და აკადემიური პროგრამების გაცვლას.

ამასთან, მოსალოდნელია ერთობლივი სპორტული, კულტურული და საგანმანათლებლო პროექტების მხარდაჭერა.

დოკუმენტი ხაზს უსვამს იმასაც, რომ ურთიერთობის გაღრმავება „არ უნდა იყოს შეუთავსებელი“ უნგრეთის მხრიდან ევროკავშირის წევრობის შედეგად აღებულ ვალდებულებებთან.

იტვირთბა....