ჩინეთში კორონავირუსის ინფიცირების პირველი შემთხვევის გამოვლენის შემდეგ თითქმის ერთი წელი გავიდა. ქვეყნის მთავრობა ქალაქ უხანში ვირუსის წარმოშობას კვლავ უარყოფს და მისი გავრცელების რეალურ მიზეზებს იკვლევს. ამის შესახებ Guardian-ი წერს.
მეცნიერები ვირუსის წარმოშობის სხვადასხვა გზებს იკვევენ. ასევე, აქტიურად მიმდინარეობს კვლევა იმის შესახებ, რომ ვიდრე ჩინეთში ვირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდებოდა, ის ჩინეთის ფარგლებს გარეთ არის აღმოჩენილი.
ჩინეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ყოფილი მთავარი ეპიდემიოლოგის, ზენგ გუანგის განცხადებით, კორონავირუსი პირველად უჰანში აღმოაჩნეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის იყო ვირუსის წარმოშობის ადგილი.
„ის,რომ ჩინეთმა ვირუსის შემთხვევის აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია პირველმა გაავრცელა არ ნიშნავს იმას, რომ ვირუსი ჩინეთში წარმოიშვა. ვირუსის წარმოშობის კვლევა ხანგძლივი პროცესია“,- განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ჩჟაო ლიცზიანმა.
ცნობისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში ჯერ კიდევ 2029 წლის დეკემბერში დაფიქსირდა. სწორედ, უხანის პროვინციას განიხილავენ ვირუსის სამშობლოდ. მსოფლიოს ლიდერები კორონავირუსის გავრცელებაში სწორედ ჩინეთის მთავრობას ადანაშაულებდნენ. აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ჩინეთში გამოძიების ჩატარებასაც მოითხოვდა.
ჩინეთის დადანაშაულება მას შემდეგ დაიწყო, რაც აპრილში აშშ-ის სადაზვერვო სამსახურებმა თეთრ სახლს გასაიდუმლოებული დასკვნა წარუდგინა, რომლის მიხედვითაც, ჩინეთი მალავდა თავის ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების მასშტაბებს, მათ შორის ვირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობებს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.