ბელგია თავის მოსახლეობას „სერიოზული და გარდაუვალი“ საფრთხის შესახებ ატყობინებს. მთავრობა ბრიუსელის მკვიდრებს მოუწოდებს, ხალხმრავალ ადგილებს მოერიდონ. ქვეყანაში განგაშის უმაღლესი დონეა გამოცხადებული – ეს გადაწყვეტილება ბელგიის მთავრობამ მინისტრების, პოლიციისა და უსაფრთხოების სამსახურების შეხვედრის სემდეგ მიიღო. მთავრობის კრიზისების მართვის ვებგვერდზე ადგილობრივ ორგანიზატორებს დაგეგმილი ღონისძიებების გადადებისკენ მოუწოდებენ, მათ შორის ფეხბურთის მატჩების. დაკეტილია ბრიუსელის მეტრო.
ბელგია გამოძიების ყურადღების ცენტრში მას მერე მოექცა, რაც გაირკვა,რომ პარიზის ტერაქტების ორგანიზატორი აბდელჰამიდ აბაუდი სწორედ ამ ქვეყნის მოქალაქე იყო. ამ დროისთვის ბრიუსელში ტერორიზმში ეჭვმიტანილი სამი პირია დაკავებული.