საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო საქართველოს რეგიონებში საავტომობილო გზების ზოგიერთ მონაკვეთზე მოძრაობა შეზღუდულია.
დიდთოვლობის გამო ავტოტრანსპორტით გადაადგილება აკრძალულია: ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის საავტომობილო გზის კმ 31-კმ 62 (ანდეზიტი-ღადოლარი) მონაკვეთზე; ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზის კმ 34-კმ 53 (ჩხაკაურა-ბახმარო) მონაკვეთზე, ფშაველი აბანო – ომალოს საავტომობილო გზის კმ 19 – კმ 72 მონაკვეთზე, ამავე გზის კმ 1-კმ 18 მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია; ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას საავტომობილო გზის კმ 16-კმ 33 მონაკვეთზე ყველანაირი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ 60-კმ 106 (გუდანი-შატილი) მონაკვეთზე ასევე აკრძალულია ყველანაირი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
დიდთოვლობის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ 70-კმ 188 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია;
რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი, ნამქერები, შეზღუდული ხილვადობა) გამო, კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წაკლკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ 94-კმ 110 (ნარდევანი-როდიონოვკა (ფარავანი) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა;
ინტენსიური თოვის, ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, ბათუმი- ახალციხის საავტომობილო გზის კმ 106-კმ 117 გოდერძის უღელტეხილის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია;
ლიპყინულის გამო მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ80-კმ136 (მლეთა-დარიალის ხეობა) მონაკვეთზე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო გუდაური (ფოსტა) – კობის მონაკვეთზე დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტისათვის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.